რიში სუნაკი ეგვიპტეში გაემგზავრება ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარების განსახილველად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა კოლეგებთან ერთად განიხილოს ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება.

ბრიტანეთის პრემიერი განიხილავს “რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი არასაჭირო დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას”.

ცნობისთვის, გუშინ რიში სუნაკი იმყოფებოდა ისრაელში სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს.

მსგავსი თემები