ოკუპირებულ მელიტოპოლში, გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედოროვი ადასტურებს.

მისი თქმით, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

,,შუაღამის შემდეგ ქალაქის გარეთ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ყველაზე ძლიერი ავიაგოროდოკის რაიონში იყო, სადაც დამპყრობლებმა აეროდრომზე თავიანთი სამხედრო ბაზა მოაწყვეს. მოსახლეობამ ტექნიკის გადაადგილების ხმაც გაიგო. დეტალებს ვაზუსტებთ“, – განაცხადა მერმა.

მსგავსი თემები