,,რას ნიშნავს, ახლა ნახოს “ოცნებამ”, იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება?”- მაჭარაშვილი

იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, პრეზიდენტს ”აშკარად ემჩნეოდა ტონალობაში, რომ ვეღარ იყო ისეთ გონორზე, როგორც ერთი თვის წინ” ,,რას ნიშნავს, ახლა ნახოს “ოცნებამ”, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა? რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება თუ უფლებამოსილებები, რაც აქამდე ჰქონდა, არ იყენებდა და ახლა გამოიყენებს, თუ როგორც უნდა ისე გამოიყენებს? პრეზიდენტი კი არა ოპოზიციის ლიდერი იყო და ესეც გამოჩნდა, პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას, რომ გარეთ გამოდით და ა.შ. ის ამ პოლიტიკურ…

მეტი...

,,ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი”- მიხეილ სარჯველაძე

”ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. ,,ვისაც ეყრდნობოდა პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის დროს, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ემოქმედა, აი იმათთან მიმართებაშიც არ აქვს მყარი დასაყრდენი და სანდოობა და ამიტომ არის მისი მხრიდან ასეთი მოწოდება, რომ დარბაზში კენჭისყრის დროს არავინ არ იმყოფებოდეს. როგორც ჩანს, ზედმეტად უფრთხილდება ის თავის თავს. ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. არ არის საჭირო ოპონენტების შერჩევა და მერე მონათვლა სხვადასხვა იარლიყებით. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მის მდაბიო დამოკიდებულებაზე…

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელიც თავს ადვოკატად ასაღებდა და 26 პროცესიდან ყველა მოიგო

კენიის ხელისუფლებამ დააკავა ბრაიან მვენდა, ყალბი ადვოკატი, რომელმაც მოიგო 26 საქმე, მაშინ როდესაც თავს წარმოადგენდა კენიის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატად. დაპატიმრებამდე ადვოკატმა 26 საქმე განიხილა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების, მაგისტრატებისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების წინაშე. მან ყველა საქმე მოიგო. როგორც გაირკვა, მას ადვოკატის საბუთები ჰქონდა მოპარული და სასამართლო პროცესებზე მისი სახელით გამოდიოდა.  

მეტი...

,,ომებსაც აქვთ წესები”- ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სასწრაფო დახმარებაა საჭირო 2.3 მილიონი ალყაში მოქცეული ადამიანის დასახმარებლად. „კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ თავისი წესები. ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – განაცხადავ ტრუდომ. ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად ხუთი კანადელი დაიღუპა, სამი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.  

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. უწყების ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე,  დანაშაულში 139 პირი ამხილა. ,,სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 139 პირი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62  – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი…

მეტი...

აშშ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს ისრაელში – მედია

„ვოლ სთრით ჯორნალი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ დაახლოებით 2 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს ისრაელში. ანონიმური წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა სამედიცინო დახმარება. ჯარისკაცები საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ღაზაში 200-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ღაზის სექტორში “ჰამასისა” და პალესტინური “ისლამური ჯიჰადის” 200-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. მათივე  თქმით, დარტყმების ქვეშ ერთ-ერთი შტაბ-ბინა იყო, სადაც “ჰამასის” რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკი, რომლესაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა. საზღვაო ძალების გემებმა ასევე განახორციელეს დარტყმები, მათ შორის, „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებისა და იარაღის შესანახი ადგილების წინააღმდეგ ღაზაში.

მეტი...

აშშ და ისრაელი გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს. ,,აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემთ დონორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს,”- განაცხადა ბლინკენმა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ წამოყენებული გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რათა  მშვიდობიან მოსახლეობას დაეხმაროს. „მნიშვნელოვანია, ღაზაში დახმარება რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, – აღნიშნავს ბლინკენი.  

მეტი...

პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით,  ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება. მათივე ცნობით, პუტინი პეკინში ორი დღე – 17 და 18 ოქტომბერს დარჩება. მედია იუწყება, რომ პუტინი ვიზიტის პირველ დღეს დიდწილად დაუთმობს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მესამე საერთაშორისო ფორუმში “ერთი სარტყელი – ერთი გზა”. ამასთან, პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.

მეტი...

“ჰამასის” თქმით, 200-დან 250-მდე ტყვე ჰყავთ

“ჰამასის” ვიდეო ავრცელებს, სადაც მძევლად აყვანილი ერთ-ერთი ადამიანი ჩანს. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი სახელია მაია სემი, ის არის 21 წლის და არის ისრაელიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია “ჰამასმა” გაიტახა და მათივე თქმით,  ისინი კავშირში არიან გატაცებულის  ოჯახთან. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით,  მძევლად 200-დან 250-მდე ადამიანი ჰყავთ აყვანილი. გარდაცვლილია 22 ადამიანი. დაჯგუფების წარმომადგენლის, აბუ ოდაიდის თქმით, მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მეტი...

სროლა ბრიუსელში – დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროს განცხადებით,  ბრიუსელში სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან. „გულწრფელად ვუსამძიმრებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს ამ ღამით ბრიუსელში შვედეთის მოქალაქეებზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთან და მეგობრებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. როგორც ახლო პარტნიორები, ტერორიზმთან ბრძოლა არის ერთობლივი“, – წერს ალექსანდრ დე კრო. სროლას ტერორიზმად განიხილავენ. თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

მეტი...

ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართვს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გაემგზავრება იორდანიაში, სადაც შეხვდება მეფე აბდულა II-ს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.

მეტი...