აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს.
,,აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემთ დონორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს,”- განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ წამოყენებული გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რათა მშვიდობიან მოსახლეობას დაეხმაროს.
„მნიშვნელოვანია, ღაზაში დახმარება რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, – აღნიშნავს ბლინკენი.