,,რას ნიშნავს, ახლა ნახოს “ოცნებამ”, იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება?”- მაჭარაშვილი

იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, პრეზიდენტს ”აშკარად ემჩნეოდა ტონალობაში, რომ ვეღარ იყო ისეთ გონორზე, როგორც ერთი თვის წინ”

,,რას ნიშნავს, ახლა ნახოს “ოცნებამ”, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა? რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება თუ უფლებამოსილებები, რაც აქამდე ჰქონდა, არ იყენებდა და ახლა გამოიყენებს, თუ როგორც უნდა ისე გამოიყენებს? პრეზიდენტი კი არა ოპოზიციის ლიდერი იყო და ესეც გამოჩნდა, პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას, რომ გარეთ გამოდით და ა.შ. ის ამ პოლიტიკურ ჭაობში ნელ-ნელა ეფლობა და ჯობდა საერთოდ არ გამოსულიყო და საერთოდ არაფერი ეთქვა. აშკარად ემჩნეოდა ტონალობაში, რომ ვეღარ იყო ისეთ გონორზე, როგორც ერთი თვის წინ”. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები