ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ღაზის სექტორში “ჰამასისა” და პალესტინური “ისლამური ჯიჰადის” 200-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.
მათივე თქმით, დარტყმების ქვეშ ერთ-ერთი შტაბ-ბინა იყო, სადაც “ჰამასის” რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკი, რომლესაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა.
საზღვაო ძალების გემებმა ასევე განახორციელეს დარტყმები, მათ შორის, „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებისა და იარაღის შესანახი ადგილების წინააღმდეგ ღაზაში.