,,ომებსაც აქვთ წესები”- ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სასწრაფო დახმარებაა საჭირო 2.3 მილიონი ალყაში მოქცეული ადამიანის დასახმარებლად.

„კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ თავისი წესები. ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – განაცხადავ ტრუდომ.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად ხუთი კანადელი დაიღუპა, სამი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

მსგავსი თემები