სროლა ბრიუსელში – დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროს განცხადებით,  ბრიუსელში სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს ამ ღამით ბრიუსელში შვედეთის მოქალაქეებზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთან და მეგობრებთანაა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. როგორც ახლო პარტნიორები, ტერორიზმთან ბრძოლა არის ერთობლივი“, – წერს ალექსანდრ დე კრო.

სროლას ტერორიზმად განიხილავენ. თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

მსგავსი თემები