,,ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი”- მიხეილ სარჯველაძე

”ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი.

,,ვისაც ეყრდნობოდა პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის დროს, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ემოქმედა, აი იმათთან მიმართებაშიც არ აქვს მყარი დასაყრდენი და სანდოობა და ამიტომ არის მისი მხრიდან ასეთი მოწოდება, რომ დარბაზში კენჭისყრის დროს არავინ არ იმყოფებოდეს. როგორც ჩანს, ზედმეტად უფრთხილდება ის თავის თავს. ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. არ არის საჭირო ოპონენტების შერჩევა და მერე მონათვლა სხვადასხვა იარლიყებით. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მის მდაბიო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ახლა მუქარებს ჯობდა ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც “გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო,” – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები