პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით,  ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება.

მათივე ცნობით, პუტინი პეკინში ორი დღე – 17 და 18 ოქტომბერს დარჩება.

მედია იუწყება, რომ პუტინი ვიზიტის პირველ დღეს დიდწილად დაუთმობს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მესამე საერთაშორისო ფორუმში “ერთი სარტყელი – ერთი გზა”.

ამასთან, პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.

მსგავსი თემები