,,19 ოქტომბერს 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში”- სოფო ჯაფარიძე

,,ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს,”- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების ან პოლიტიკური კეკლუცობის დრო.

,,დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისგან, რომელიც ღიად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მეგობრებო, დროა, გავასწოროთ სამიზნე და გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშილის პოლიტიკური ინსტრუმენტები არამედ, თავად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ  ქართველები რუსებად ჩაანაცვლოს და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე მიდის ემიგრაციაში და რამდენი რუსი სახლდება ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების ან პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია ანუ დებიძინიზაცია.  ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენ ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები