პეკინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია – ვიდეორეპორტაჟი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ხვალ, 18 ოქტომბერს პრეზიდენტი სი ძინპინი საერთაშორისო ფორუმს – „სარტყელი და გზა“ გახსნის. შესაბამისად, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქი ე.წ. ფორუმის ცენტრად არის გადაქცეული. დაახლოებით 400 ქვეყნის თუ რეგიონის დელეგაცია უკვე პეკინშია. დღეს კი დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები.

რაც შეეხება მედია ცენტრს, ის ცალკე შენობაში მუშაობს, სადაც ყველანაირი პირობებია შექმნილი კომფორტული მუშაობისთვის. აქვეა მოწყობილი ე.წ. კულტურული სივრცეც, სადაც უცხოელ სტუმრებს შეუძლიათ ჩინეთის კულტურას და ხელოვნებას დაეუფლონ. აქ ცდილობენ, მაქსიმალურად ყველაფერი გაჩვენონ და აგათვისებინონ.

დეტალები ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა პეკინიდან

კორონავირუსის ტესტის უზარმაზარი რიგი პეკინში (ვიდეო)

პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

მსგავსი თემები