უფლებები საქართველოს ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.
,,არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. უფლებები საქართველოს ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.