„გიჟი ქალაქს მიდიოდაო” ასეა ზურაბიშვილის საქმე – ზურაბ ქადაგიძე ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„“გიჟი ქალაქს მიდიოდაო”… ასეა, ზურაბიშვილის საქმე. ჯერ იყო და სასწრაფოდ უნდა შევუწყვიტოო, მერე – ჯერ არაო და ახლა შეუწყვეტია…

სისულელეში ბადალი არ ჰყავს, თუმცა არც იმდენად, რომ სისულელეს დაბრალდეს… სამწუხარო რეალობა ისაა, რომ არც სასწრაფო შეწყვეტასა და არც გადავადებას ჰქონია სამართლებრივი საფუძველი. ერთადერთი, რასაც სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ეფუძნება, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციები და კონსტიტუციის შებღალვის ხარჯზე, გლობალური ომის პარტიის დაკვეთებია!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მსგავსი თემები