,,იმპიჩმენტი რომც ჩავარდეს, ის არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად დარჩება”- ირაკლი კობახიძე

,,რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი.

,,მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, ინსტიტუტები მოშლილიაო. მინდა, შეგახსენოთ ჩვენს ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს, უკვე მეთორმეტე წელი დაიწყება, რაც მშვიდობას ვინარჩუნებთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. დეკემბერში ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც ასე აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილს და აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, ისევე როგორც „ნაცმოძრაობას“. მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება, ის ბოლომდე მიჰყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც თავის მხრივ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიჰყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები