წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას მარნეულში კაცი გარდაიცვალა

მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის გაყვანაზე დასაქმებული პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მილების გასაყვანად ოთხი ადამიანი მუშაობდა.

,,ისინი დაახლოებით 3-მეტრიან ორმოში მუშაობდნენ რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა”, – წერს ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით

შემთხვევის შედეგად სხვა დასაქმებული პირები არ დაშავებულან.

 

მსგავსი თემები