,,მოვუწოდებ, თავს ნუ ისაწყლებს”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, თავს ნუ ისაწყლებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის სტატუსზე.

,,ასეთი რამ უთხრა რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, უფრო ძლიერ სურათისთვის მე მარტო დავრჩებიო, თქვენ გარეთ დარჩითო. ერთად დგამენ “კარწინკას”, ამ სიტყვას გამოვიყენებ, სალომე ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა. დავიდა ნაცმოძრაობამდე სალომე ზურაბიშვილი. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ სამარცხვინო ქმედებაა. მე მოვუწოდებ, თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის მარტო ჯდომით, ძალიან კარგად იცით, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა არის ფაქტობრივად ნულის ტოლი. მან ხომ ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია კონსტიტუცია და, ბუნებრივია, ნაცმოძრაობა მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები