,,მინდა გაჩვენოთ კადრები, თუ რა ჩაიდინა ჰამასმა ჩვენს მიწაზე, ეს კადრები ადვილი სანახავი არ არის” – ისრაელის ელჩი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების შესახებ დღეს ქართველ ჟურნალისტებს ვრცლად ესაუბრა საქართველოში ისრაელის ელჩი.

,,მე-11 დღეა, რაც ისრაელში ომია, უკვე 11 დღეა, რაც ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს ვებრძვით, რომელმაც საშინელი, არაადამიანური დანაშაულები ჩაიდინა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ უკვე გამოვავლინეთ მათთან აფილირებული სხვა ორგანიზაციებით. მე-11 დღეა, რაც ჩვენი ოჯახის წევრები, მამები, დედები, შვილები, ძმები, დები, ბიძაშვილები მძევლებად არიან აყვანილნი.

მე მინდა გაჩვენოთ კადრები, თუ რა ჩაიდინა ჰამასმა ჩვენს მიწაზე და გაგაფრთხილოთ, რომ ეს კადრები ადვილი სანახავი არ არის.

იმედი მაქვს, რომ დამატებით ფრონტები არ გაიხსნება, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასე, ჩვენ ვიმოქმედებთ ისევე მტკიცედ, როგორც აქამდე. ჩვენი ვალდებულებაა აღვადგინოთ უსაფრთხოება და მშვიდობა. ამიტომ სხვა არჩევანი არ გაქვს, მე არ მინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა ჩემი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა.მე არც ეს ომი მინდობა, რომელიც ახლა მიდის”, – განაცხადა ჰადას მეიცადმა.

მსგავსი თემები