გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა.

მეოთხე კლასელმა დაზიანებები მიიღო.

მოსწავლემ თავი გაიტეხა, ასევე მოტეხილი აქვს ხელები. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორის განცხადებით,  მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადახტომა და სახლში ასე წასვლა გადაწყვიტა.

სკოლამ პოლიცია გამოიძახა. ბავშვი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.

მსგავსი თემები