,,ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „ისევ ოპოზიციამ გაათრია პარლამენტში“. მისი თქმით, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით.

„ქართულ ოცნებას“ ერთი დეპუტატი დაემატა დღეს, უფლებამოსილებით ცნეს გორი/კასპის მაჟორიტარი. ჯამში ახალ წევრთან ერთად ოცნებას + სოციალისტები 89 ხმა აქვთ. ტაბლოზე 90 ხმა იყო. ამიტომ ერთი ადამიანი ოპოზიციიდან ისევ გარიგდა. იმედია, კადრებს ამოიღებენ ჟურნალისტები და ზოგადად, ოპოზიციაში კატასტროფული ვითარებაა ყველა მიმართულებით“, – წერს დეკანოიძე.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია

მსგავსი თემები