თავდასხმა ბრიუსელში – პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა

ბელგიის პოლიციამ შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა. სპეცოპერაცია სხარბექის რაიონში ჩატარდა. ეჭვმიტანილს პოლიციამ კაფეში ესროლა.

ბრიუსელის მერის, ფილიპ ქლოზის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი 45 წლის აბდესლამ ლასუედია, რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი 2019 წელს მიიღო.

ეჭვმიტალი ბელგიაში 2016 წლიდან ცხოვრობდა და პოლიციის ყურადღება იმავე წლიდან მიიქცია, როგორც რადიკალიზებულმა პიროვნებამ.

მსგავსი თემები