პოლონეთის ოპოზიცია კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ოპოზიციური პარტიები საკმარის ხმებს აგროვებენ იმისთვის, რომ მმართველ პარტიას „კანონი და სამართლიანობა“ უმრავლესობა წაართვან და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ.

არჩევნების საბოლოო შედეგები კი ასეთია:

კანონი და სამართლიანობა (PiS): 35.4%
სამოქალაქო კოალიცია (KO): 30.7%
მესამე გზა: 14.4%
მარცხენა (ლევიკა): 8.6%

არსებული ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლების თითქმის 75%-მა მიიღო და მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება შეძლოს.

მსგავსი თემები