„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც.”

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან ერთი – იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე – „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები