კორონავირუსის ტესტის უზარმაზარი რიგი პეკინში (ვიდეო)

ეს ვიდეო ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გადავიღე, სადაც კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად რიგში ერთ საათზე მეტი დამჭირდა. ეს იმიტომ, რომ ხვალ „ქამარი და გზის“ საერთაშორისო ფორუმი იხსნება, რომელსაც პირადად პრეზიდენტი სი ძინპინი ხსნის.

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი იქნება. შესაბამისად, იმ სივრცეში, სადაც ფორუმი ტარდება, კორონავირუსის ტესტის გარეშე არავინ დაიშვება. ამიტომ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც პეკინში ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა, სწორედ ამ რიგში დგას და ტესტის რიგს ელოდება.

პეკინში კი 140 ქვეყნისა თუ რეგიონის 4 000-ზე მეტი დელეგცია იყოფება.

ეკა გულუა პეკინიდან

 

პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

 

მსგავსი თემები