ვოლოდიმირ ზელენსკის, სოლიდარობის ნიშნად, ისრაელში ჩასვლა სურს

ამერიკული მედია AXIOS უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებიდან თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოლიდარობის გამოსახატად ისრაელში ჩასვლა სურს.

ოფიციალურმა პირების განცხადებით, ზელენსკის ოფისმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს ვიზიტის კოორდინაციის მოთხოვნით.

მათივე თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები წინასწარია და სავარაუდო ვიზიტის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები