„დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო…მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში”- პროკურორი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა.

პროკურორის განცხადებით, მოკლულის დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია.

„დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო… მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში. დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა”, – ამბობს პროკურორი.

,,მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო”- ბრალდებული

მსგავსი თემები