,,მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო”- ბრალდებული

14 წლის გოგოს მკველობაში ბრალდებული 27 წლის ალიმ ასლანოვი ამტკიცებს, რომ”ცოლი” განზრახ არ მოუკლავს. მისი თქმით, მოკლულის დედა ეუბნენობდა, რომ გოგონა 18 წლის იყო.

,,ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა…  არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო”, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოში.

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 14 წლის გოგოს დედას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავეს

მსგავსი თემები