ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს, ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში, რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც? – ზურა მხეიძე

ჩვენს შვილებს ისე ვამზადებთ, რომ ვიღაცამ დაიქირავოს და წაიყვანოს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პროფესორმა ზურა მხეიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია კრეატიულობის და შემოქმედებითობის წახალისება.

„ანუ, თავიდანვე ჩარჩოს ვუდგენთ, რომ ვიღაცასთან მოეწყოს სამსახურში და რატომ არ ვაძლევთ იმის განვითარების შესაძლებლობას, რომ თვითონ შექმნას რაღაც? აქაც ტრადიცია გვაქვს, რომ ვიღაც იმან აიყვანოს და ამუშაოს“, – განაცხადა მხეიძემ.

მსგავსი თემები