,,ორი ბავშვი გაიტაცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ”- ქალი ოჯახის 6 წევრს ეძებს

იფათ ზაილერი ოჯახის ექვს წევრს ეძებს. მისი ოჯახის წევრები 7 ოქტომბერს მომხარი თავდასხმის დროს, თავიანთ სახლებში ნირ ოზის კიბუცში, ღაზას საზღვართან იმყოფებოდნენ.

იფათი ცდილობდა დაკავშირებოდა მის ახლობებს, უგზავნიდა ტექსტურ შეტყობინებებს, თუმცა დილის 9 საათის შემდეგ მას მესიჯზე პასუხი არ მიუღია. მან  არ იცის ცოცხლები არიან თუ არა.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სადაც ქალს ორი ბავშვით ”ჰამასის” წევრი ხელით მიათრევს, სწორედ იფათ ზაილერის ბიძაშვილის ცოლი და მცირეწლოვანი ბიძაშვილები არიან.

,,შაბათს დილით მივიღეთ ჩემი ბიძაშვილის, ჩემი საყვარელი ბიძაშვილის ვიდეო, სადაც მისი ორი ბავშვი გაიტაცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში და ფოტოებზე, სადაც მისი ორი ულამაზესი ბავშვია . ჩვენ არ ვიცით, რა მოუვიდა მის ქმარს…მოგვიანებით, იმ დღეს, როდესაც ჯარი შევიდა კიბუცში, მათ ვერ იპოვეს ბიძაჩემი და მამიდა, მისი მშობლები. მამიდას პარკინსონის დაავადება აქვს. მას წამალი სჭირდება… ჩემი ბიძაშვილი და მისი ქმარი 30 წლის არიან. ჩვილი ცხრა თვისაა და სამი წლის ბავშვია.”,- ამბობს ზაილერი.

მსგავსი თემები