გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ.

პარლამენტის წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – გიორგი სოსიაშვილი მმართველ პარტიას წარმოადგენს, მამუკა ტუსტკაძე კი პარტიას ,,სოციალური სამართლიანობისთვის”.

რეგიონში საარჩევნო პროცესი წელს პირველად, ელექტრონული წესით მიმდინარეობს.

,,კენჭისყრა 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანში გაიხსნა. შევახსენებ ამომრჩევლებს, რომ დღეს გორსა და კასპში იმართება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ხოლო გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები. ეს არჩევნები განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ფართო მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაცია იყენებს საარჩევნო ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად ეს არჩევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წლისთვის 90% ამომრჩევლების მიიღებს სერვის, ამ ტექნოლოგიების მეშვეობით”, – ამბობს ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.

მსგავსი თემები