რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,1-ელ ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი ვოვჩანსკი. დაბომბვის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები