ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოდესაში ვიზიტის შემდეგ, კიევში ჩავიდა. მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ დამცველებს.

,,ვიმყოფები კიევში, რათა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მივაგო და მხარდაჭერა გამოვუცხადო დაღუპული დამცველების ხსოვნას და მათ, ვინც ამჟამად იცავს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისგან და იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის”, – წერს ბორელი Twitter-ზე.

მსგავსი თემები