თურქეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა

თურქეთში, ანკარას ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა.

უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში დაფიქსირდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და მედიკოსები. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

მსგავსი თემები