ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, სინწას დასახლებაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, სხვენში არსებული ელექტროსადენები გახდა.

ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი და ორი არასრულწლოვანი შშმ პირი იმყოფებოდა, რომლებიც ცეცხლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მსგავსი თემები