რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 570 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 1 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 440 სამხედრო, 7 ჯავშანტექნიკა და 11 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 278 570;
ტანკი – 4 702;
ჯავშანტექნიკა – 8 991;
საარტილერიო სისტემა – 6 477;
სარაკეტო სისტემა – 798;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 043;
საკრუიზო რაკეტები – 1 529;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 883;
გემი/ნავი/კატარღა – 20
წყალქვეშა ნავი – 1
​სპეციალური აღჭურვილობა – 933.

მსგავსი თემები