,,მოგიწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი” – სოფო ჯაფარიძე

“მოგიწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი”.  ამის შესახებ ,,ქართლი ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, კლინიკა ,,ვივა მედთან” ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა.

,,ვუყურებთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ მიხეილ სააკაშვილია, რომელიც პატიმრობიდანაც ახერხებს, რომ იყოს წინა ხაზზე ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი აბსურდული ბრალდებით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსისა და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის.

ხელისუფლებას ინტენსიურად მოუწოდებენ როგორც დასავლელი ლიდერები, ასევე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, რომ ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაეყვანათ ის ან გაეთავისუფლებინათ, თუმცა შედეგს ვხედავთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მათ ცივი უარი განუცხადეს უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ პარლამენტარსა და დასავლელ ლიდერებს, თუმცა ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მიხეილ სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერს. დღეს, როცა ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, არ არის დაპირისპირებისა და აგრესიის დრო. ჩვენი სურვილია, მიხელ სააკაშვილი გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები