საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა ათენში, 02:30 საათზე მოხდა. თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

მსგავსი თემები