რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, “ტოიტას” მარკის მსუბუქ მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

ავტომობილში მყოფმა 6-ვე პირმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

მომხდარის გამო, გზაზე საცობია და გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერებულია. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება, დაახლოებით, 20 წუთია უჭირთ.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები