ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში – ხაბეიშვილი

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

,,პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების. როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია ,,ნაციონალური მოძრაობის” მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი, ან ქუთაისელებმა. 10 000 ქუთაისელია ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები და ლუკმა-პურის საშოვნად არიან წასულები საზღვარგარეთ. ასევე, წყალტუბოსთან დაკავშირებით, რომელიც გავერანებულია და განადგურებულია. აღარაფერს ტოვებს ბიძინა ივანიშვილის ამ ქვეყნიდან და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს.

თუმცა, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკური მოუსავლეთში. დიახ, ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი საქართველოში და დიახ, საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. დიახ, ათასობით ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, დიახ, აუცილებელია წყალტუბოს განვითარება. დიახ, უმნიშვნელოვანესია, რომ პუტინის ტყვე, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს, თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ უნდა ვიაროთ სწრაფად. თუმცა, ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ ერთად, აუცილებლად უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები