ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2-ის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს

ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს.

,,ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ.” – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დანიელ ბლაზკოვეცმა

შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2_ის ტიპის იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს და ასევე ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება.

მსგავსი თემები