ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს

ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორი მაგნუს საარი ავრცელებს.

,,ჩვენი შეკვეთა მოიცავს, კერძოდ, უახლესი M-57 საბრძოლო მასალას, მათი ფრენის დიაპაზონი 300 კილომეტრია”, – განაცხადა საარმა.

ცნობისთვის, ესტონეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის დეკემბერში გააფორმეს კონტრაქტი HIMARS-ის სარაკეტო გამშვები სისტემისთვის გამშვები საშუალებების, რაკეტების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაზე. სწორედ ამ შეთანხმების ნაწილი იყო ATACMS ტაქტიკური რაკეტები. არსებული ინფორმაციით, შეიარაღების მიწოდება 2025 წელს უნდა მოხდეს.

მსგავსი თემები