სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ექსპრემიერ ფიცოს პარტიამ ხმათა 23,3% მიიღო. მეორე ადგილზე 16,8 %-ით ლიბერალური პარტია „პროგრესული სლოვაკეთია,“ მესამე პოზიციას კი 15%-ით პარტია „ჰლასი“ იკავებს.

სოციალ-დემოკრატების ლიდერი რობერტ ფიცო რადიკალური ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. მთავრობის ფორმირებისთვის სოციალ-დემოკრატებს მანდატები არ ეყოფათ, რის გამოც მათ კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევთ.

მსგავსი თემები