რუსებმა ჩერკასის ოლქში მდებარე მარცვლეულის საწყობებს დრონებით შეუტიეს

გასულ ღამეს რუსებმა ჩერკასის ოლქს დრონებით შეუტია. დარტყმები იყო ქალაქ უმანში მდებარე საწყობებზე, სადაც მარცვლეული ინახებოდა.

როგორც ჩერკასის ოლქის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეტსი ამბობს, თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით კი, ხანძრის ჩაქრობაში 11 ერთეული ტექნიკა და 52 მაშველი მონაწილეობდა. მათ 3 000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს.

ასევე, დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს კრივი-რიჰში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.

მსგავსი თემები