,,სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის”- ირაკლი ღარიბაშვილი

გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.

“სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები