,,დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა”- გამომძიებელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში ნიკა მელიას შეხვდა.

მისი თქმით, მელია უარს აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

,,შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები”,- ირაკლი ლუხოშვილმა.

მსგავსი თემები