,,მინდა ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს”- მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს.

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე, როგორც მან ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მორავიეცკიმ.

ცნობისთვის, უკრაინას და პოლონეთს შორის დავა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას უკავშირდება.

ზელენსკიმ უკრაინული მარცვლეულის გარშემო დავას „პოლიტიკური წარმოდგენა” უწოდა, რომელიც „მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს“.  აღნიშნულ განცხადებას პოლონეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

 

მსგავსი თემები