62 წლის კაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთში, 62 წლის მამაკაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს.

მეზობლების განცხადებით, ბრალდებული და არასრულწლოვანი გოგონა მეზობლები არიან.  მათ გუშინვე შენიშნეს პოლიცია, რომელმაც ბრალდებული სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ამ დროისთვის მამაკაცი  დაკავებული არ არის.

მსგავსი თემები