რუსთავში მანქანა ბორდიურზე მდგარ ქალს შეეჯახა

რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა.ერთმანეთს ჯერ ”ჰუნდაის” და ”ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, შემდეგ კი სავარაუდოდ, ”ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. შუა ხნის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები