ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის  ადგილზე გარდაიცვალა.

TV25-ის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

მსგავსი თემები