რუსეთმა ომში  275 460 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 275 460 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:  ტანკი – 4655; ჯავშანტექნიკა – 8912; საარტილერიო სისტემა – 6210; ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 789; საჰაერო თავდაცვის სისტემა – 530; თვითმფრინავი – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4867; ფრთოსანი რაკეტა – 1518; გემი/ნავი – 20; სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8716; სპეცტექნიკა – 912.

მსგავსი თემები